გარანტია

შპს ,,აუთდორ სისტემს’’ გილოცავთ შენაძენს და მადლობას გიხდით, რომ არჩევანი ჩვენზე შეაჩერეთ. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ საგარანტიო პირობებს. საგარანტიო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მომსახურება ფასიანია! საგარანტიო მომსახურება გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი- ,,მომხმარებელთა უფლებათა კანონში‘’ გაწერილი პირობების გათვალისწინებას. გაყიდვის შემდგომი დაზიანებული მოწყობილობის უსასყიდლო შეკეთებას, ან შეცვლას სრული გარანტიის პერიოდში: 1-2(ერთი-ორი) წელი, რაც მოიცავს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;

შენიშვნა! თითოეული ნივთის საგარანტიო პერიოდი მითითებულია Shop განყოფილებაში.

გარანტია არ ვრცელდება:

• თუ პროდუქტს აღენიშნება ვიზუალური, ან მექნიკური დაზიანება, თუ ხარვეზი.

• ექსპლუატაციის წესების დარღვევის შემთხვევაში.

• არა შ.პ.ს. აუთდორ სისტემს-ის თანამშრომლის მიერ ჩატარებული რემონტის შემთხვევაში.

• არა შ.პ.ს. აუთდორ სისტემს-ის წარმომადგენლის თანდასწრებით პროდუქტის მონტაჟის, თუ რემონტაჟის შემთხვევაში.

• თუ საგარანტიო ბარათი არის შეცვლილი.

• დაზიანება გამოწვეულია ელ. ქსელის გაუმართაობით ან/და ძაბვის(ძაბვის ცვლილება მეტია, ან ნაკლებია 220-240 ვოლტზე) ცვლილებით.

• თუ პროდუქტზე არ იკითხება მისი სერიული ნომერი, ან ამძვრალი აქვს სერიული ნომერი.

• თუ დაზიანებულია, ან ამძვრალია პლომბი ან/და ლუქი.


პროდუქცია იცვლება შემდეგ შემთხვევებში:

• თუ პროდუქცია არ ექვემდებარება შეკეთებას 30 დღის განმავლობაში, პროდუქტი შეიცვლება შ.პ.ს. აუთდორ სისტემს-ის მიერ, მისივე დასკვნის საფუძველზე.

• წუნდებული, ნაკლოვანი პროდუქციის ღირებულება განისაზღვრება მიმდინარე ფასით.

• შპს აუთდორ სისტემს-ის დიაგნოზის დასმის შემდეგ, თუ პროდუქცია ექვემდებარება შეცვლას და ამ მომენტში შ.პ.ს აუთდორ სისტემს-ს არ გააჩნია იდენტური მოდელი მარაგში, ასეთ შემთხვევაში მოხდება ალტერნატიული, მაგრამ მაქსიმალურად მიახლოებული მოდელის შეთავაზება და ჩანაცვლება.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N 71, თბილისი 0186

სათაო ოფისი

მისამართის ნახვა
City mall საბურთალო LG სართული

ფილიალი City Mall-ში

City mall საბურთალო LG სართული

მისამართის ნახვა